სლეშის დედა შავკანიანი ამერიკელია , ხოლო მამამისი - თეთრკანიანი ინგლისელი. მისი მშობლები ხელოვანები არიან და თავიანთი პროფესიით მუშაობენ. დედა დიზაინერია, რომელიც დევიდ ბოუისათვის კოსტუმებს ქმნის, მამა კი ალბომების ყდების დიზაინერია - მას ეკუთვნის ნილ იანგისა და ჯონი მიტჩელის ალბომების გაფორმება.
სხვადასხვა პერიოდში სლეშზე დიდ გავლენას ახდენდნენ: ლედ ზეპელინი, როლინგ სტოუნზი, ერიკ კლეპტონი,აეროსმითი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯეფ ბეკი და ნილ იანგი. მისივე აღიარებით, აეროსმითის ალბომმა Rocks მთელი ცხოვრება შეუცვალა. სლეში ამაყობს სხვადასხვა მუსიკოსთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან: ერიკ კლეპტონი, ლენი კრავიცი, პოლ როჯერსი, იგი პოპი, მაიკლ ჯექსონი, ბრაიან მეი და სხვა მრავალი.
4-5 წლის ასაკში სლეში მშობლებთან ერთან ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად, ბებიასთან და ბაბუასთან. როდესაც იგი 8 წლის იყო, მისი მშობელები განქორწინდნენ და სლეში დედასთან, უმცროს ძმასთან და ბებიასთან გადავიდა საცხოვრებლად.
სლეში გატაცებული იყო ველო-მოტოციკლეტებით BMX. იგი საკმაოდ კარგად ფლობდა ამ სახეობას, მაგრამ როდესაც 14 წლის გახდა, მისმა მეგობარმა და განზ-ენ-როუზიზის მომავალმა დრამერმა სტივენ ადლერმა შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი. სტივი დაუკრავდა გიტარაზე, ხოლო სლეში კი ბას გიტარას შეისწავლიდა. თუმცა საბოლოოდ, სლეში გიტარისტი, ხოლო სტივი - დრამერი გახდა, სლეშმა ბებიამისს გიტარა სთხოვა. მან გადმოუღო ძველი ესპანური გიტარა. რომელსაც მხოლოდ 1 სიმი ჰქონდა. სლეში წავიდა გიტარის მასწავლებელთან, რობერტთან. მან უთხრა დაავალა დარჩენილი 5 სიმის შოვნაც, მანამდე კი 1 სიმითაც მოახერხებდნენ რამეს. მას შემდეგ სლეში დღეში 24 საათს გიტარას უთმობდა. იგი ჩამოშორდა თავის ბანდას, რომელთანაც ერთადაც ბიემიქსზე კატაობდა. ამ დროს სტივი ჩამოვიდა ვაილიდან, სადაც იგი დედასთან იყო წასული და სლეშს დაურეკა. მან განუცხადა, რომ დასარტყამ ინსტრუმენტებს მოჰკიდა ხელი. ერთად მათ შექმნეს ჯგუფი Road Crew, რომლის არსებობამაც დიდი ხანი არ გასტანა. მას შემდეგ სლეშმა ჩამოაყალიბა ჯგუფი Tidus Sloan, მაგრამ იგი მალევე დაიშალა, ვოკალისტის უყონლობის გამო.